სანაია – ვოლსკის: „სამარცხვინო განცხადება!“

25-02-2021 14:16:43 ციტატა

"გია ვოლსკიმ, რომელიც ჟურნალისტებს „ზონდერებს“ უწოდებს, დღესაც კი კიდევ უფრო სამარცხვინო განცხადება გააკეთა, ვიდრე ზონდერის წოდებაა: ადამიანი უტიფარი სახით იდგა და ისიც ვერ თქვა, რომ გმობს, ემიჯნება. ალბათ, გულის სიღრმეში უხაროდა კიდეც. სხვა შთაბეჭდილება მე არ დამრჩა“.

განაცხადა ტელეწამყვანმა ვახო სანაიამ მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით სახელისუფლებო გუნდის წევრ გია ვოლსკის კომენტარის შეფასებისას.

ტელეწამყვანს სამი პირი ფიზიკურად გვიან ღამით გაუსწორდა. თავდასხმისას მასთან ერთად ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, მათ შორის იყო მცირეწლოვანიც.

იხილეთ ასევე: მმართველი გუნდის რეაქცია ჟურნალისტზე განხორციელებულ თავდასხმაზე

ახალი ამბები

სხვა სიახლეები