Accentnews.ge
ბესარიონ აპლია: "რუსეთის ეკლესია ავტონომიურ ეკლესიად ჩამოყალიბებაში დაგვეხმარება"

ბესარიონ აპლია: "რუსეთის ეკლესია ავტონომიურ ეკლესიად ჩამოყალიბებაში დაგვეხმარება"

01/03/2021 08:53:56 კონფლიქტები

აფხაზეთის მართლმადიდებელ ტაძრებში ღვთისმსახურება განახლდა, - აცნობა «Интерфакс»-ს ოკუპირებულ აფხაზეთში "აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიად" რეგისტრირებული ეპარქიის წინამძღოლმა ბესარიონ აპლიამ.

მისივე თქმით, "მოსკოვის საპატრიარქო აფხაზურ ეკლესიას მხარს დაუჭერს და ავტონომიურ ეკლესიად ჩამოყალიბებაში დაეხმარება".

აპლიამ აფხაზური კათოლიკოსატის აღდენას დაუჭირა მხარი, თუმცა აღიარა, რომ ეს პროცესი მარტივი და სწრაფი არ იქნება.

«წარსულშიც კავკასიაში მართლმადიდებლობა რუსეთის ძალისხმევით აღორძინდებოდა და ახლაც მოსკოვის საპატრიარქოს იმედი გვაქვს», – დასძინა მამა ბესარიონმა.

შეგახსენებთ, რომ 19 თებერვალს აფხაზური ტელევიზიის ეთერში აპლიამ "აფხაზეთის ეკლესიის სტატუსის განსაზღვრამდე" მართლმადიდებელ ტაძრებში ღვთისმსახურების შეწყვეტის შესახებ გააკეთა განცხადება.

«ჩვენ ვიმედოვნებდით და ვიმედოვნებთ, რომ მოსკოვის საპატრიარქო გადაჭრის ჩვენს სიტუაციას, აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსს. ჩვენ ვერ ვიქნებით ქართული ეკლესიის ნაწილი, ჩვენ მისი ნაწილი არასოდეს ვყოფილვართ და არც ვიქნებით», – განაცხადა მაშინ მამა ბესარიონმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S