
პუტინი – გაბუნიაზე: "გააგრძელოს მაუწყებლობა"
09/07/2019 13:15:52 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძრვა "დიდი პატივი იქნებოდა".
“დიდი პატივი იქნებოდა ასეთებისთვის რაიმე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. გააგრძელოს მაუწყებლობა”, - განაცხადა, “რია ნოვოსტის” ცნობით, პუტინმა.
ცნობისთვის: ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა.