ოპოზიცია "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეხვედრას მართავს
02/03/2021 11:20:30 პოლიტიკა
ოპოზიცია "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეხვედრას მართავს. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, განიხილავენ სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის – პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას.
"საერთაშორისო პარტნიორები ელოდებიან კონკრეტულ შედეგებს და პირველ რიგში, – საქართველოს ხელისუფლებისგან. ეს კონკრეტული შედეგებია: ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრები და ის საკითხები, რომელიც იყო ჩარჩო შეთანხმებაში. ღარიბაშვილის დღევანდელი რიტორიკა არ არის ადეკვატური იმ მოლოდინის, რომელიც აქვს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს", – განაცხადა ენმ–ის წევრმა ხატია დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 28 თებერვალს ეწვია. 1 მარტს იგი შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. დღის ბოლოს კი მისი მედიაციით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმოამდგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. მიშელმა საქართველო დღეს დილით დატოვა.


