Accentnews.ge
სოხუმში შეიარაღებული ინციდენტი მოხდა

სოხუმში შეიარაღებული ინციდენტი მოხდა

10/03/2021 11:42:39 კონფლიქტები

სოხუმში "ამრა-ბანკის" ოფისი გაძარცვეს. თვითმხილველები სროლის შესახებ იუწყებიან.თავდამსხმელებმა მიმალვა მოახერხეს.

ინციდენტის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე დე ფაქტო შსს-ს წარმომადგენლები მუშაობენ.

ამასთან, როგორც Telegram-არხი D-news იუწყება, მანქანა, რომლითაც თავდამსხმელები გადაადგილდებოდნენ, აალდა და ბოროტმოქმედებს მისი მიტოვება მოუწიათ:

«ჭანბას ქუჩაზე ახლახანს ჩააქვრეს ცეცხლი მანქანაში, რომლითაც ბოროტმოქმედები გაქცევას ცდილობდნენ, თუმცა თავად ისინი ჯერ დაკავებულები არ არიან. სროლის შემდეგ მილიციამ ტყვიები ბანკის ოფისთან მდგომი ავტომანქანებიდანაც ამოიღო».

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S