Accentnews.ge
პესკოვი – ავიაბლოკადის მოხსნაზე: "ამაზე საუბარი ჯერ–ჯერობით ნაადრევია"

პესკოვი – ავიაბლოკადის მოხსნაზე: "ამაზე საუბარი ჯერ–ჯერობით ნაადრევია"

10/07/2019 10:03:43 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

კრემლი საქართველოსთვის ავიაბლოკადის მოხსნას ჯერ–ჯერობით ნაადრევად მიიჩნევს.  

„ფრენების შეზღუდვა, ფრენების აკრძალვა აბსოლუტურად იძულებითი ზომაა, შესაბამისად, სიტუაციაზე მონიტორინგი მუდმივად განხორციელდება და როგორც კი გამოჩნდება რუსი ტურისტებისთვის სიტუაციის ნორმალიზების, რუსოფობიური გამოვლინებების შედეგების გაქრობის ნიშნები, სწორედ მაშინ დადგება დრო ანალიზისთვის და რამე სხვა გადაწყვეტილებების მიღებისთვის. მანამდე ამაზე საუბარი ნაადრევია“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ ადრე თუ გვიან, ავიაბლოკადა გაუქმდება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების გადახედვას არ გამორიცხავენ.

ცნობისთვის: რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა. 

რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S