Accentnews.ge
სირიაში აფხაზეთის "ელჩი" იემენელ დიპწარმომადგენელს შეხვდა

სირიაში აფხაზეთის "ელჩი" იემენელ დიპწარმომადგენელს შეხვდა

15/03/2021 12:43:08 კონფლიქტები

"სირიის არაბულ რესპუბლიკაში აფხაზეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი" ბაგრატ ხუტაბა სირიაში იემენის ელჩ აბდულა ალი საბრის შეხვდა, - იუწყება Sputnik თავად ხუტაბას ინფორმაციაზე დაყრდნობით.

"შეხვედრაზე აფხაზეთსა და იემენს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილებოდა, მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს და გამოთქვეს რწმენა, რომ ორ სახელმწიფოს შორის ძმური ურთიერთობები განმტკიცდება. ბაგრატ ხუტაბამ იემენის ელჩს თანამდებობაზე დანიშნვა მიულოცა და აფხაზეთში მიიწვია" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S