Accentnews.ge
"ასოცირების საბჭოზე ანაკლიაზე ვისაუბრებთ, ყველაფერს გავაკეთებთ და დასავლელი ინვესტორები შემოვლენ ამ პროექტში"

"ასოცირების საბჭოზე ანაკლიაზე ვისაუბრებთ, ყველაფერს გავაკეთებთ და დასავლელი ინვესტორები შემოვლენ ამ პროექტში"

16/03/2021 05:40:14 საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ანაკლიის პროექტში დასავლელი ინვესტორები ჩაერთონ.

"ასოცირების საბჭოზე მოგვეცემა საშუალება, რომ ვისაუბროთ ანაკლიის პროექტზე. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით ჩვენ განვაახლეთ მუშაობა ანაკლიის პორტისთვის ინვესტორის ძებნაზე და ტენდერის მომზადებაზე. ჩვენი მსჯელობის ერთ-ერთი მიმართულება არის შავი ზღვის გავლით უფრო მეტი კავშირ-ურთიერთობები, უფრო მეტი სატრანპოსტრო სერვისები, მათ შორის, საპორტო ინფრასტრუქტურის გაძლიერება. ყველაფერს გავაკეთებთ და დასავლელი ინვესტორები შემოვლენ ამ პროექტში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ეკონომიკურად, ასევე სტრატეგიულად და პოლიტიკურად ჩვენთვის“, - განაცხადა თურნავამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S