Accentnews.ge
მამაკაცს აფხაზეთიდან რუსეთში 4 მლნ არადეკლარირებული რუბლი გაჰქონდა

მამაკაცს აფხაზეთიდან რუსეთში 4 მლნ არადეკლარირებული რუბლი გაჰქონდა

18/03/2021 11:27:45 კონფლიქტები

რუსეთის ქალაქ სოჭში, ოკუპირებულ აფხაზეთთან "საზღვარზე" დააკავეს მამაკაცი, რომელსაც ბარგში 4 მლნ არადეკლარირებული რუსული რუბლი აღმოუჩინეს, - იუწყება «КП»-Кубань».

"მამაკაცი "მწვანე დერეფანში" გადაადგილდებოდა. მებაჟეების კითხვას, გააჩნდა თუ არა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი ან თანხა, მან უარყოფითად უპასუხა, თუმცა საბაჟო შემოწმების შედეგად ბარგში განსაკუთრებით დიდი ოდენობის არადეკლარირებული თანხა - ჯამში 4 მლნ რუსული რუბლი აღმოუჩინეს" - იუწყება რუსული გამოცემა.

მისივე ინფორმაციით, თანხა ამოღებულია, მამაკაცს კი 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S