
ახალგორს ახალი "გამგებელი" ჰყავს
18/03/2021 15:40:04 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა ახალგორის რაიონს ახალი "გამგებელი" - ვლადიმირ გულიევი დაუნიშნა.
მანამდე ეს დე ფაქტო თანამდებობა ვიტალი მამიტოვს ეკავა.
ვლადიმირ გულიევი 2014-2019 წლებში ადგილობრივი დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა, 2019 წლიდან კი - "პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩევლად".