Accentnews.ge
„საბჭოთა კავშირის დაშლა იყო ნამდვილად უდიდესი პოზიტიური მოვლენა არა მარტო საქართველოსთვის, რუსეთისთვისაც კი“

„საბჭოთა კავშირის დაშლა იყო ნამდვილად უდიდესი პოზიტიური მოვლენა არა მარტო საქართველოსთვის, რუსეთისთვისაც კი“

11/07/2019 06:09:10 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის განცხადებით,  „საბჭოთა კავშირის დაშლა იყო ნამდვილად უდიდესი პოზიტიური მოვლენა არა მარტო საქართველოსთვის, რუსეთისთვისაც კი.

ამის შესახებ ტუსკმა ბათუმის XVI საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

„დიდი პატივია მონაწილეობას ვიღებდე ამ კონფერენციაზე. არაჩვეულებრივ ქალა ბათუმში,სადაც ჩვენ აღვნიშნავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს. ეს არის მნიშვნელოვანი იმ მხრივ, რომ ევროპის ისტორიაშიც მნიშვნელოვანი ღონისძიებები აღინიშნება. 2019 წელს აღვნიშნავთ ევროკავშირის გაფართოების მე-15 წლისთავს, რამაც დიდი შედეგი მოიტანა ჩემი ქვეყნისთვის პოლონეთისთვის. ამავე წელს ჩვენ აღვნიშნავთ საბჭოური დომინირების კოლაფსს, რომელიც დაიწყო დემონსტრაციებით თბილისში და სხვა ქვეყნებში. პოლონეთში ჩატარდა თავისუფალი არჩევნები შემოდგომაზე იმ წელს და ა.შ. გახსოვთ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა 2005 წელს განაცხადა, რომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ საბჭოთა კავშირის კოლაფსი იყო ამ ეპოქის უდიდესი შეცდომა. მე მინდა, ამ ტრიბუნიდან ხმამაღლა და მკაფიოდ ვთქვა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა იყო ნამდვილად უდიდესი პოზიტიური მოვლენა საქართველოსთვის, პოლონეთისთვის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის და დარწმუნებული ვარ, თვით რუსეთისთვისაც კი“, – განაცხადა ტუსკმა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში მიმდინარე კონფერენციის დამსწრე მაღალი დონის სტუმრებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან ერთად არიან: ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარი ქრისტოს სტილიანიდესი; ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იური რატასი; ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების რვა საგარეო საქმეთა მინისტრი.

კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერება მთელ რიგ საფინანსო შეთანხმებებს, კერძოდ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერება ორ საფინანსო შეთანხმებას, რომლებიც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ჯამში 47 მილიონ ევრომდე დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S