Accentnews.ge
ტუსკი –ქართველებს: „თქვენ გააოცეთ ევროპა და მთელი სამყარო. არავის მისცეთ უფლება, რომ დაგყოთ“

ტუსკი –ქართველებს: „თქვენ გააოცეთ ევროპა და მთელი სამყარო. არავის მისცეთ უფლება, რომ დაგყოთ“

11/07/2019 06:20:01 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ქართველებს მიმართავს, არავის მისცენ უფლება, რომ ერი დაჰყოს.

ამის შესახებ ტუსკმა ბათუმის XVI საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

„მინდა, გულით ერთი რამ გითხრათ, როგორც ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა და როგორც პოლონელმა. საქართველო ევროკავშირისთვის არ არის მხოლოდ მნიშვნელოვანი პარტნიორი. როცა მე ვამბობ სიტყვა "საქართველოს", ვგულისხმობ თავისუფლებას, სიამაყეს, სიმამაცეს. თქვენ პატარა ქვეყანა ხართ, მაგრამ უდიდესი ერი. თქვენ მიაღწიეთ შეუძლებელს იმიტომ, რომ თქვენ ყველანაირი განსხვავების მიუხედავად ერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანდით. თქვენ გააოცეთ ევროპა და მთელი სამყარო. მე მოგმართავთ თქვენ: არ მისცეთ არავის უფლება, რომ დაგყოთ, იყავით ერთიანი. გაუმარჯოს დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოს!", – განაცხადა ტუსკმა. 

შეგახსენებთ, რომ ბათუმში მიმდინარე კონფერენციის დამსწრე მაღალი დონის სტუმრებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან ერთად არიან: ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარი ქრისტოს სტილიანიდესი; ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იური რატასი; ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების რვა საგარეო საქმეთა მინისტრი.

კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერება მთელ რიგ საფინანსო შეთანხმებებს, კერძოდ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერება ორ საფინანსო შეთანხმებას, რომლებიც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ჯამში 47 მილიონ ევრომდე დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S