Accentnews.ge
აშშ-ის საელჩო ახალციხელი ექთნის ოჯახს უსამძიმრებს: "მადლიერნი ვართ იმ თავდადებისთვის, რომლითაც ჩვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე ზრუნავენ"

აშშ-ის საელჩო ახალციხელი ექთნის ოჯახს უსამძიმრებს: "მადლიერნი ვართ იმ თავდადებისთვის, რომლითაც ჩვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე ზრუნავენ"

19/03/2021 13:18:17 საგარეო პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოში აშშ-ის საელჩო ახალციხელი ექთნის ოჯახს უსამძიმრებს.

"აშშ-ის საელჩო სამძიმარს უცხადებს დღეს ტრაგიკულად გარდაცვლილი ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახს. ჩვენი ფიქრითა და ლოცვით ვრჩებით სამედიცინო სფეროს მუშაკებისა და მათი ოჯახების გვერდით, ისინი მართლაც გლობალური ბრძოლის წინა ხაზებზე არიან. მადლიერნი ვართ იმ თავდადებისთვის, რომლითაც ჩვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე ზრუნავენ, ამ პანდემიის ყოველ ახალ ეტაპზე", – ნათქვამია საელჩოს სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის: ახალციხეში, გუშინ 18 მარტს კლინიკა იმედში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანა. თუმცა ექთნის გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის დღეს, 19 მარტს გარდაიცვალა. ექიმების ვარაუდით, პაციენტს ანაფელაქციური რეაქცია განუვითარდა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, "ახალციხეში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით რეგულირების სააგენტომ დაიწყო შესწავლა იმისთვის, რომ დადგინეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დამდგარ მდგომარეობასა და ვაქცინაციას შორის".

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გუშინ საღამოს ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება:

"ევროპის წამლის სააგენტოს" მიერ ის აღიარებულია როგორც უსაფრთხო ვაქცინა, რომელსაც გაცილებით მეტი სარგებელი აქვს, ვიდრე – რისკი, რაც არც ერთ ქვეყანას არ აძლევს საფუძველს, შეჩერდეს მისი მოხმარება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S