
რა შემთხვევაშია სამარშრუტო ტაქსის მძღოლი ვალდებული, ჩართოს კონდიცირების სისტემა
11/07/2019 08:00:08 სხვა, საზოგადოება
ზაფხულის ცხელი სეზონის გააქტიურებასთან ერთად აქტუალური გახდა მუნიციპალურ ტრანსპორტში კონდიცირების საკითხი, რის გამოც მოქალაქეები, რომელთაც გადაადგილება სამარშრუტო ტაქსებით უწევთ, ხშირად ჩივიან.
კომპანია “თბილისის მიკროავტობუსში” განმარტავენ, რომ სამარშრუტო ტაქსის მძღოლებს მითითება აქვთ, მგზავრის მოთხონვნის შემთხვევაში, ჩართონ გამაგრილებელი სისტემა:
“სამარშრუტო ტაქსიში მომხმარებელმა უნდა მოითხოვოს კონდინციონერის ჩართვა. მძღოლებს აქვთ დავალება, ჩართონ გამაგრილებელი სისტემა. უბრალოდ, მომხმარებელმა უნდა მოითხოვოს".
კომპანიისვე განმარტებით, "იმ შემთხვევაში, თუ მძღოლმა მოთხოვნის მიუხედავად არ ჩართო კონდინციონერი, მგზავრმა უნდა დარეკოს კომპანიაში [საინფორმაციო ცენტრი – 2 200 340]. თუ მძღოლი შეგნებულად არ რთავს, მაშინ მას ერთკვირამდე ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა, იგივე ქცევის განმეორები, ან მგზავრთან კონფლიქტის შემთხვევაში, 1 თვით ეკრძალება სატრანსპორტო საშალების მართვა. ხოლო თუ კონკრეტულ მძღოლზე საჩივარი პერმანენტულად შედისნკომპანიაში, შესაძლოა, მძღოლთან სამუშაო კონტრაქტი შეწყდეს".