Accentnews.ge
ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა პუტინს ანტიქართული განცხადების საპასუხოდ 1991 წლის მოვლენები შეახსენა

ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა პუტინს ანტიქართული განცხადების საპასუხოდ 1991 წლის მოვლენები შეახსენა

11/07/2019 08:43:48 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი კლაუდია როთი კრემლის კიდერ ვლადიმიერ პუტინის მიერ საქართველოს ისტორიის დამახინჯების მცდელობასა და ანტიქართულ განცხადებას გამოეხმაურა და პუტინს 1991 წლის შემდეგი მოვლენები შეახსენა. 

"როდესაც გორში ჩავედი, როდესაც დავინახე მავთულხლართები, ღობეები, მცოცავი ოკუპაციის რეალობა და აგრესია, ჩემზე ამან ძალიან მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა", – განაცხადა, საზმაუს ცნობით, ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ სესიაზე „პარტნიორობის 10 წელი, პირველი ნაბიჯები ევროპულ გზაზე“.

მისი თქმით, "ხიდების აგებაა საჭირო და არა კედლების".

„არ უნდა მოხდეს ისე, რომ ქვეყანამ მიაღწიოს რამე მიზანს, გაჩერდეს და თქვას, რომ კმაყოფილა და მეტი არაფერი სჭირდება. არა, საჭიროა რეფორმების სრულყოფა იმისთვის, რომ ამ ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრირება მოხდეს. როდესაც გორში ჩავედი, როდესაც დავინახე მავთულხლართები, ღობეები, მცოცავი ოკუპაციის რეალობა და აგრესია, ჩემზე ამან ძალიან მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. თუ ვლადიმირ პუტინი ისტორიაზე საუბრობს, გაიხსენოს, რა მოხდა 1991 წელს, როდესაც განისაზღვრა საზღვრები და ისინი აბსოლუტურად განსხვავდებოდა იმისგან, რაც მოხდა მერე უკრაინაში, სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში. ჩვენ, როგორც ევროკავშირმა, უნდა შევასრულოთ უფრო აქტიური როლი კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისთვის. საერთაშორისო სამართლის დარღვევას ვერ იტანს ის ხიდები, რომლებიც ამდენი შრომით აიგო სხვადასხვა ქვეყანას შორის“, – განაცხადა ბუნდესტაგის ​ვიცე-პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ქვეყნის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების რეკომენდაციით მიმართა, პუტინმა კი განაცხადა, რომ ამას "ქართველი ხალხის პატივისცემის გამო" არ გააკეთებდა, ამასთან ის საქართველოს ისტორიის გადაწერას შეეცადა და ანტიქართული განცხადებები გააკეთა. კერძოდ, ქართული სახელმწიფო საკუთარი, თუმცა ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციასა და ოსების გენოციდში დაადანაშაულა.  

იხილეთ ასევე: ისტორიის გაკვეთილი პუტინს

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S