
ავარიის გამო ცხინვალის რეგიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
24/03/2021 07:27:16 კონფლიქტები
გადამცემ ხაზზე მომხდარი ავარიის გამო ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
კომპანია "ენერგორესურსის" სარემონტო ბრიგადებმა წყვეტის ადგილი ჯერ ვერ აღმოაჩინეს, - განუცხადა "რესს"საწარმოს გენდირექტორმა ალან გაბარაევმა.
«გადამცემ ხაზზე საძიებო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ტრასაზეგამავალ ხაზებზე დაზიანებები ვერ ვიპოვეთ. როგორც ჩანს, ავარია მთებშია მომხდარი, იქ კი უკვე რამდენიმე დღეა, ძლიერი თოვაა. საძიებო სამუშაოები გრძელდება», – აღნიშნა მან.
ცნობისთვის: ელექტროენერგია ცხინვალის რეგიონს ჩრდილოეთ ოსეთიდან, ძნელად მისადგომი ადგილების, როკის უღელტეხილის გავლით მიეწოდება.