
"აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებს შორის ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი თანხა საქართველოში ჩავდეთ"
11/07/2019 10:43:12 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა
ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებს შორის ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი თანხა ბანკმა საქართველოში ჩადო.
„ევროპის საინვესტიციო ბანკი ევროკავშირის ბანკია და ევროკავშირის სტრატეგიის შესაბამისად ვმოქმედებთ. "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებში 9 მლრდ ევრო ჩავდეთ ბოლო 10 წლის განმავლობაში. საქართველო კი, ერთ სულ მოსახლეზე ინვესტიციებით პირველ ადგილზეა. აქ ჩავდეთ თითქმის 2 მილიარდი ევრო სხვადასხვა პროექტში – გზების მშენებლობაში, ენერგეტიკაში, მუნიციპალურ სექტორში”, – განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა.
ცნობისთვის: ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ბათუმში მიმდინარე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობს.