
აფხაზეთში რეპატრიაციის საკითხთა ყოფილი "მინისტრის" წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
24/03/2021 15:50:05 კონფლიქტები
აფხაზეთის დე ფაქტო გენპროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ რეპატრიაციის საკითხთა ყოფილ "მინისტრ" ბესლან დბარის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის მითვისებაში ედება ბრალი.
როგორც დე ფაქტო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საქმე კანონმდებლობის აღსრულების კონტოლის დე ფაქტო სამმართველოდან მიღებული მასალების საფუძველზეა აღძრული.
დბარის თანამზრახველებად მოიაზრებიან შპს «РемСтрой2012»-ის ხელმძღვაელი ამირან ლაკერბაია და რეპატრიაციის ფონდის ტექნიკური მეთვალყურეობის ინჟინერი დენის კოვე, რომლებლაც, გამოძიების ვერსიით, ყალბი საბუთები შეადგინეს შესრულებული სამუშაოების ღირებულებისა და ობიექტების ჩაბარების თაობაზე.
ჯამში, დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, მითვისებული თანხა 25 296 598 რუბლს შეადგენს.
Деньги, по информации прокуратуры, были обналичены, после чего «обращены в собственность» вышеуказанных лиц.