"ძალიან ცუდ ხასიათზე ვიქნებოდი, მეცოდინებოდა, რომ "შავად" გვაქვს საქმე" – სააკაშვილი სენატში მოსმენას აფასებს
24/03/2021 19:14:47 პოლიტიკა
საქართველოს შესახებ აშშ-ის სენატში გამართული მოსმენას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აფასებს.
„მე როცა ვიყავი საქართველოს ხელისუფლებაში, მაშინ რომ ამერიკის სენატს რაიმე მსგავსი მინიშნებები გაეკეთებინა და მინიშნებებზე აღარ ვლაპარაკობ, ასე პირდაპირ, რომ ესაუბრა, როგორც გუშინ ისაუბრა, ძალიან, ძალიან ცუდ ხასიათზე ვიქნებოდი და მეცოდინებოდა, რომ ძალიან შავად გვაქვს საქმე, როგორც ქვეყანას და როგორც ხელისუფლებას. ესენი, რომ არ იმჩნევენ და შავზე ამბობენ თეთრს და პირიქით, ეს არაფერს ნიშნავს, თვითონ ხო იციან, რომ ძალიან ცუდად აქვთ საქმე", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის" ეთერში.
ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სენატორები უფრო პირდაპირ ლაპარაკობენ და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები უფრო დიპლომატიურად, საბოლოო ჯამში არსი არის ერთი: „საქართველოში ხელისუფლება ბოლომდე დალპა“.
სააკაშვილს მიაჩნია, რომ „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მიმართ უნდა გამოიყენონ კონკრეტული სანქციები.
იხილეთ ასევე:
რა თქვეს სენატში საქართველოზე – ძირითადი აქცენტები
როგორ ესმით აშშ–ის სენატიდან გზავნილები მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში


