
ცხინვალის რეგიონი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშე რჩება
25/03/2021 06:56:26 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ელექტროენერგიით მომაგარების აღდგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
გუშინ გადამცემ ხაზზე მომხდარი ავარიის ადგილზე დე ფაქტო პრეზიდენტი ბიბილოვი და სხვა ჩინოსნები იყვნენ გასულები.
უშუქობის გამო ცხინვალში მუშაობა შეაჩერა ყველა სკოლამ და საბავშვო ბაღმა იმ ორის გარდა, რომლებიც დიზელის გენერატორებით არიან უზრუნველყოფილები.
ოკუპირებული რეგიონი ელექტროენერგიის გარეშე ოთხშაბათს ღამით დარჩა. დღე-ღამის განმავლობაში ავარიის ადგილის დადგენა ვერ ხერხდებოდა. სამუშაოებს თოვა აფერხებს, რომელიც მთაში უკვე რამდენიმე დღეა, გრძელდება.