"სენატში გამართული მოსმენით დასრულდა აბსურდული ცილისწამებები, სპეკულაციები ნებისმიერი თემაზე, რომელიც გვესმოდა ოპოზიციის წარმომადგენლებისგან"
25/03/2021 11:31:54 პოლიტიკა
"სენატში გამართული მოსმენით დასრულდა ის ერთგვარი აბსურდული ცილისწამებები, სპეკულაციები ნებისმიერი თემაზე, რომელიც გვესმოდა ოპოზიციის წარმომადგენლებისგან", – ამის შესახებ საქართველოს პრემირ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა აშშ-ის სენატს და სახელმწიფო დეპარტამენტს, "კონკრეტულად ბატონ ჯორჯ კენტს სამართლიანი შეფასებებისთვის და ობიექტურობისთვის".
"აღნიშნული მოსმენა და იქ გაკეთებული შეფასებები კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რომ ამერიკისთვის საქართველო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი სახელმწიფო რეგიონში. ასევე, ყოველგვარ სპეკულაციებს წერტილი დაესვა აღნიშნული განცხადებებით და რაც მთავარია, დასრულდა ის ერთგვარი აბსურდული ცილისწამებები, სპეკულაციები ნებისმიერი თემაზე, რომელიც გვესმოდა ოპოზიციის წარმომადგენლებისგან", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველი გუნდი მზად არის, რომ რეფორმები გააგრძელოს:
ასევე, ჩვენ მზად ვართ, რომ მოკლე დროში განვახორციელოთ საარჩევნო რეფორმა, მართლმსაჯულების რეფორმა და ყველა ის რეკომენდაცია გავითვალისწინოთ, რაც იყო ასახული აშშ-ის სენატის მხრიდან“.
იხილეთ ასევე: რა თქვეს სენატში საქართველოზე – ძირითადი აქცენტები
როგორ ესმით აშშ–ის სენატიდან გზავნილები მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში


