"რომ უხარიათ პრორუსული ხელისუფლება არ გვიწოდესო, ვინც ცოტათი მაინც ერკვევა დიპლომატიაში ხვდება, სენატში ამ კითხვის გაჟღება, რომ ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს"
25/03/2021 15:00:31 პოლიტიკა
"საქართველოს მთავრობაში რომ უხარიათ პრორუსული ხელისუფლება არ გვიწოდესო, ვინც ცოტათი მაინც ერკვევა დიპლომატიაში ხვდება, სენატში ამ კითხვის გაჟღება, რომ ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს", – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა ელჩმა აშშ–ში თემურ იაკობაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, "მთავარი კითხვის დასმა იყო და არა კითხვაზე პასუხი".
"თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, როდესაც გახურებული მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჯორჯ კენტი ან ვინმე გამოვიდოდა და იტყოდა, ჩვენ რაღაც ეჭვები გვაქვსო? ასეთი რამ დაუშვებელია დიპლომატიაში", – აცხადებს იაკობაშვილი.
მისივე თქმით, ხელისუფლება ადეკვატურად არ აფასებს იმას, რაც სენატში საქართველოს შესახებ მოსმენისას მოხდა.
"მოსმენაზე ნახსენები იყო დახმარების წინაპირობებიც. სამწუხარო ის არის, რომ ამ ყველაფერს შესაძლოა, მოჰყვეს საქართველოსთვის ძალიან არასასურველი შედეგები. თუ საქართველოში თვლიან, რომ ამერიკელები მათ ყველა ვარიანტში დაუჭერენ მხარს, ეს ასე არ არის. ჩვენ ძალიან სახიფათო ზღვარის წინაშე ვართ, როდესაც ხელისუფლებას ან არ უნდა რომ გაიგოს, ან არ ესმის რაში მდგომარეობს კრიზისი", – აცხადებს იაკობაშვილი.
იხილეთ ასევე: რა თქვეს სენატში საქართველოზე – ძირითადი აქცენტები
როგორ ესმით აშშ–ის სენატიდან გზავნილები მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში


