Accentnews.ge
"არ ვაპირებთ, სტრასბურგის გადაწყვეტილების შესახებ წამოვიწყოთ საუბარი. ეს დღევანდელი დისკუსიის თემა არ არის"

"არ ვაპირებთ, სტრასბურგის გადაწყვეტილების შესახებ წამოვიწყოთ საუბარი. ეს დღევანდელი დისკუსიის თემა არ არის"

25/03/2021 18:16:29 პოლიტიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო აცხადებს, რომ რუსეთის მხარე არ აპირებს, ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე სტრასბურგის გადაწყვეტილების შესახებ წამოიწყოს საუბარი.

„სიტუაცია იქ სტანდარტულია, არაფრით განსხვავდება იმისგან, რაც წინა შეხვედრისას იყო. განვიხილავთ ყველა საკითხს, ჰუმანიტარულს, პოლიტიკურს, სამხედროს. ამისთვის ვიკრიბებით, რომ შევასრულოთ ის, რაზეც შევთანხმდით 2008 წელს. რაც შეეხება სტრასბურგის გადაწყვეტილებას, ჩვენი დისკუსია გაცილებით ფართოა, ვიდრე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. ჩვენ არ ვაპირებთ ამ თემაზე საუბრის წამოწყებას. თუ ვინმე სხვა ისაუბრებს, შეუძლია. ეს დღევანდელი დისკუსიის თემა არ არის“, – განაცხადა, "პირველი არხის" ცნობით, ანდრეი რუდენკომ.

ცნობისთვის: ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, 52-ე რაუნდი იმართება.

იხილეთ ასევე: სტრასბურგმა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის ძირითადი მოთხოვნები დააკმაყოფილა

2008 წლის ომი: რას შეცვლის სტრასბურგის ისტორიული გადაწყვეტილება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S