
ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობაში ხმაურია
14/05/2019 18:43:02 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობაში ხმაურია. კომისიასთან შეკრებილები არიან „ნაციონალური მოძრაობის” წევრები და საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ.
როგორც ენმ–ის წევრები აცხადებენ, მმართველი გუნდი 19 მაისს დაგეგმილი არჩევნების გასაყალბებლად ემზადება, 50-მდე უბანზე უკვე გატანილია სამაგიდო სიები და ბეჭდები, რაც მათი თქმით, დარღვევაა.
თავის მხრივ მირანდა მესხი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ხუთი დღით ადრე საარჩევნო უბნებზე არასდროს გაუცია სიები.
ოპოზიციის კითხვაზე, თუ ვინ აგებდა ბეჭდების უსაფრთხოებაზე პასუხს, მესხმა უპასუხა, რომ ისინი კომისიის თავმჯდომარეებს ჩააბარეს და მათ უსაფრთხოებაზე პასუხს ისინი აგებენ.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021