Accentnews.ge
ოჯახის ადვოკატის თქმით, მეგი ბაქრაძის ქმარს ემუქრებიან

ოჯახის ადვოკატის თქმით, მეგი ბაქრაძის ქმარს ემუქრებიან

29/03/2021 12:06:49 სამართალი

გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატის ნინო ამაღლობელის განცხადებით, გარდაცვლილის ქმარს მანუჩარ კობახიძეს გარკვეული პირები დაკავებით ემუქრებიან.

"ჩვენ უშუალოდ რომელი უწყების ან ვის მიერ იქნა მუქარა ვერ დავკონკრეტდებით. ინფორმაციული კუთხით გამოდის, რომ ცალმხრივად ვთანამშრომლობთ საგამოძიებო უწყებასთან, ჩვენ ყველა ინფორმაციას ეს იქნება ზეპირსიტყვიერი თუ მტკიცებულებითი სტანდარტით, ვაწვდით საგამოძიებო უწყებას. უშუალოდ მაგ ნაწილშია მუქარაც, მანუჩარ კობახიძის მიმართ, რომ თუ ის არ გაჩერდება, მსვლელობა მიეცემა მეორე ნაწილში 187-ე მუხლს. მტკიცებულებები, რაც დღეის მდგომარეობით დაპირებული იყო საგამოძიებო უწყება, რომ უნდა გადმოეცა, ამ ეტაპზეც მივიღეთ უარი", - განაცხადა ადვოკატმა ნინო ამაღლობელმა.

იხილეთ ასევე: ადვოკატები მეგი ბაქრაძის ტელეფონში სამსახურეობრივ "ჩათში" არსებულ მიმოწერის დეტალებზე საუბრობენ

გავრცელებული ინფორმაციით, მეგი ბაქრაძის საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა დღეს უნდა გამხდარიყო ცნობილი, თუმცა ბიურომ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა და ცნობილი გახდა, რომ კვლევები ჯერ არ დასრულებულა და დასკვნა მზად არ არის.

27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა "იმედში" 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში შეუძლოდ გახდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S