
აფხაზეთში მოზარდს ფრაზისთვის "აფხაზეთი საქართველოა" საჯაროდ მოახდევინეს ბოდიში, "შსს" საქმეს იძიებს
30/03/2021 07:30:39 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შსს მოკვლევას ატარებს სოციალურ ქსელ TikTok-ში გამოქვეყნებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელზეც 19 წლის ადგილობრივი ალიონა ტანია ამბობს, რომ აფხაზეთი საქართველოა.
როგორც დე ფაქტო უწყების პრეს-სამსახურში განაცხადეს, «შსს-ში აღშფოთებული მოქალაქეების უამრავი საჩივარი შევიდა, რის შემდეგაც გოგონას და მის მშობლებს გაუესაუბრნენ". "სამინისტროს" ინფორმაციით, ტანიამ გამომძიებლებს "პირველადი ახსნა-განმარტება მისცა".
«მე განვათავსე ვიდეო იმის შესახებ, რომ «აფხაზეთი - ეს საქართველოა». მთხოვეს. ძალიან ვწუხვარ და პატიებას ვითხოვ», – განაცხადა ტანიამ.
ქალიშვილის ქცევა მამამ დაგმო. «ეს არასწორია. მთელი ომი გამოვიარე», – აღნიშნა მან.
მამას ჰკითხეს: «როგორ მისცა თქვენმა ქალიშვილმა თავს ამის უფლება?». მან უპასუხა: «არც ვიცოდი, არც მეგონა, მსგავსს რომ ჩაიდენდა».
გარდა ამისა, "სამიтისტროს" ინფორმაციით, სოცქსელებში გავრცელდა მილიციის თანამშრომელთა ფორმიანი ახალგაზრდების ფოტოები.
«გოგონები, იყენებდნენ რა მათი ნაცნობის - შს განყოფილების ყოფილი თანამშრომლის ფორმას, სხვადასხვა დროს იღებდნენ და სოცქსელებში ათავსებდნენ პირად ფოტოებს», – განმარტეს დე ფაქტო უწყებაში.
ვიდეო, რომელშიც ტანია ამბობს ფრაზას "აფხაზეთი საქართველოა", მის Tik-Tok ექაუნთზე უკვე მიუწვდომელია.