რას სთავაზობდა დანიელსონი მხარეებს – დოკუმენტის სრული ვერსია

31-03-2021 00:21:51 პოლიტიკა ,ციტატა

პოლიტიკურ დაინტერესებულ მხარეებთან ცხრადღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ დიალოგში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა საქართველოსთვის სამომავლო გზასთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დეტალური წინადადება შესთავაა. ეს ძალისხმევა მოჰყვა საქართველოში 1 მარტის ვიზიტისას პრეზიდენტ მიშელის მიერ განახლებულ პოლიტიკურ დიალოგს. მხარეები დოკუმენტზე ვერ შეთანხმდნენ.

იხილეთ დოკუმენტის ტექსტი, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა აქვეყნებს:

პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება

  • საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების შესრულების მიზნით, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება
  • გარდა ამისა, პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე კანონმდებლობის საშუალებით და (საჭიროების შემთხვევაში) შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში, რომ პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო იყოს უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა.

ვადები:1. ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში უნდა განხორციელდეს ამ დებულებისშესასრულებლად საჭირო ქმედებები.2. ყველა ხელმომწერი შედის პარლამენტში, რომ კენჭი უყაროს საკანონმდებლო დარეგლამენტის ცვლილებებს

ამბიციური საარჩევნო რეფორმა

  • მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება სრულად პროპორციული. შემდეგიორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი იქნება ბუნებრივიდან 2%-მდე.
  • პარლამენტის არანაკლებ 4 წევრისგან შემდგარი ჯგუფი შეძლებს შექმნასსაპარლამენტო ფრაქცია, რომელშიც შესაძლებელი იქნება დეპუტატების ჩართვასხვა პარტიებიდან.
  • პარტიები მხარს დაუჭერენ 2 მარტს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტსშემდეგი დამატებებით ან შესწორებებით:
  • ადგილობრივი არჩევნები: პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების 4/1პროპორცია ხუთ დიდ ქალაქში და 2/1 პროპორცია ყველა დანარჩენში. 2.5%ბარიერი თბილისში, 3% ბარიერი ყველგან თბილისს გარეთ.
  • ცენტრალური საარჩევნო კომისია: 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრი.პროფესიული წევრები აირჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის ხმების 2/3-ით. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციური პარტიისწარმომადგენელი.
  • საოლქო საარჩევნო კომისია იგივე პროპორციით დაკომპლექტდება დაპროფესიული წევრების ასარჩევად საჭირო იქნება ცესკოში ხმების 2/3.
  • საუბნო საარჩევნო კომისია იგივე პროპორციით დაკომპლექტდება, მას შემდეგ,რაც მოხდება საპარლამენტო განხილვა მიზანშეწონილობის შესახებ.პროფესიული წევრები ინიშნება საოლქო საარჩევნო კომისიების უბრალოუმრავლესობას +1 ხმით. საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმებს ხელს მოაწერსმინიმუმ 5 პროფესიული წევრი +1 პოლიტიკური პარტიის წევრი.
  • ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტი ირჩევს ხმების 2/3-ით.
  • ცესკოს უფლებამოსილების ქვეშ შეიქმნება მიზნობრივი ჯგუფი, რომელშიცშევლენ სახალხო დამცველის ოფისისა და მოწვეული, სანდო, მიუკერძოებელიარჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, და ასევესანდო ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, დავების განხილვისპროცესისითვის და ცესკოსთვის დროული რეკომენდაციების წარსადგენად.შესაძლებელია, რომ ამ ჯგუფს მიენიჭოს დამატებითი ფუნქციები, როგორიცააგადათვლის პროცესში ჩართვა.
  • უნდა განისაზღვროს მკაფიო კრიტერიუმები ბიულეტენების გადასათვლელად.ქვეყნის მასშტაბით უბნების 10%-ის ავტომატური გადათვლის წესი ძალაში რჩება.
  • ვენეციის კომისიის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანისუფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) 2021 წლის 20 მარტის ერთობლივი დასკვნისშესაბამისად, რომელიც შეეხება 2021 წლის იანვარში ინიცირებულ ორკანონპროექტს (საკანონმდებლო ცვლილებებს პარტიების რეგისტრაციისა დადაფინანსების შესახებ) და შეთავაზებული ცვლილებები უნდა გადაიხედოს.

ვადები:1. საარჩევნო კანონპროექტის განხილვა სამუშაო ჯგუფში განახლდება სხვაოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლის შემდეგ. 42. შეთანხმების მიღწევიდან ორი კვირის განმავლობაში შეცვლილი კანონპროექტი,რომელიც ამ შეთანხმებას სრულად ასახავს, გაიგზავნება ეუთოს დემოკრატიულიინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისში (OSCE/ODIHR) დასკვნისმისაღებად.3. ყველა საჭირო ცვლილება დროულად უნდა იყოს მიღებული პარლამენტის მიერ2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე.

კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა

ამ საპარლამენტო ვადაში, ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიისმონაწილეობით შემუშავებული რეფორმების გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგის ნიშნად,პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ამბიციური სასამართლო რეფორმა, შემდეგი პუნქტებისჩათვლით:

  • სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების დახარისხის გასაზრდელად, საქართველოს ხელისუფლებამ, 2017 და 2019 წლებშიმიღებული მართლმსაჯულების რეფორმების ორი პაკეტის შესაბამისად:ა) პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეებისდანიშვნისას უნდა გაზარდოს გამჭვირვალობა და დამსახურებაზე დაფუძნებულიშერჩევა, განსაკუთრებით მოსამართლეების დასანიშნად კეთილსინდისიერებასადა კომპეტენციის კრიტერიუმებზე დაფუძნებული წერილობითი დასაბუთებისგამოქვეყნების გზით;ბ) პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოშიდანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის#949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხებადანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღიაკენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას;გ) უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდაშეიკავოს;დ) მიიღოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის ივნისშიმიღებული გადაწყვეტილების აღმსრულებელი კანონმდებლობა, სასამართლოსგადაწყვეტილებების გამოსაქვეყნებლად წესების დადგენის გზით.
  • ამავდროულად, უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდაშეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთანდაკავშირებითაც მას შემდეგ რაც, ახალი კანონი ძალაში შევა.
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა, რათა გაიზარდოსგამჭვირვალეობა, კეთილსინდისიერება და ანგარიშვალდებულება, მათ შორისგანისაზღვროს დანიშვნის, შეფასების, დაწინაურების, გადაყვანის,დისციპლინური გადაწყვეტილებების და დავების საკითხები, რომელიცგაეგზავნა ვენეციის კომისიის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა დაადამიანის უფლებების ოფისს (OSCE/ODIHR) განსახილველად და მათირეკომენდაციები სრულად უნდა იყოს შესრულებული.
  • რაც შეეხება მომავალ გენერალურ პროკურორებს, საკონსტიტუციო ცვლილებებისგანსახორციელებლად აუცილებელი პროცედურების შემდეგ, საჯარო დებატებისჩათვლით, მხარეები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ საერთო პოლიტიკურიპოზიციის გაზიარება, რომ შემდეგი გენერალური პროკურორების დანიშვნისთვისსაჭირო იქნება პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები, რაცფართომასშტაბიან, ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობას და მხარდაჭერასუზრუნველყოფს; ეს დანიშვნები უნდა ჩატარდეს საუკეთესო საერთაშორისოპრაქტიკის შესაბამისად, გაჭვირვალე, მიუკერძოებელი, დამსახურებაზედაფუძნებული დანიშვნების უზრუნველსაყოფად.
  • პარტიები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ სასამართლო რეფორმაინკლუზიური პროცესის საშუალებით, სასამართლო რეფორმის მესამე და მეოთხეტალღის ეფექტიანობის შეფასების ჩათვლით. ამ რეფორმების განხორციელებისპროცესში გამოყენებული იქნება საერთაშორისო ექსპერტების რჩევები დადახმარება, განსაკუთრებით დასანიშნი მოსამართლეებისკეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.

ვადები:1. ამ შეთანხმების განხორციელებისა და შემდგომი რეფორმების შესახებ დისკუსიაიწყება სხვა ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლისთანავე.2. პროექტი შედგენილია და 1 ივლისამდე იგზავნება ვენეციის კომისიაში დასკვნისმისაღებად.3. პირველი კენჭისყრა პარლამენტის 2021 წლის საშემოდგომო სესიაზე ჩატარდება.4. პარლამენტი სწრაფად დაამტკიცებს რეფორმებს, არა უგვიანეს 2022 წლისსაგაზაფხულო სესიისა.

პარლამენტში ძალაუფლების განაწილება

  • პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან უხელმძღვანელებენ ხუთკომიტეტს, საიდანაც ორი კომიტეტი შერჩეული იქნება ქვემოთ მოყვანილისიიდან:1. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი2. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი3. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი4. საბიუჯეტო და საფინანსო კომიტეტი5. საგარეო საქმეთა კომიტეტი.
  • პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან დაიკავებენ საპარლამენტოდელეგაციის თავმჯდომარის 1 პოზიციას იმ საპარლამენტო დელეგაციებში,რომლებიც საქართველოს წარმოადგენენ შემდეგ საერთაშორისო ფორუმებში:ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა, ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტოასოცირების კომიტეტი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ეუთოსსაპარლამენტო ასამბლეა.
  • სამომავლოდ, სხვა პოზიციები განაწილდება ისეთი ინკლუზიური ფორმულისგამოყენებით, როგორიცაა D'Hondt მეთოდი [რომელიც არაპროპორციულობისმინიმუმამდე დაყვანისთვის გამოიყენება].
  • პარტიები იზრუნებენ ,,ჟან მონეს დიალოგის“ ფორმატის შექმნაზეევროპარლამენტთან.

ვადები: ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში უნდა დაიწყოს პარლამენტშიძალაუფლების მეტი განაწილების პროცესი, რომ ცვლილებები ძალაში შევიდეს 2021წლის საშემოდგომო სესიის მოწვევისთანავე.

მომავალი არჩევნები

პარტიები მხედველობაში იღებენ ეუთო/ოდირის შეფასებას, რომლის მიხედვით „31ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადითავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორისსაზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოებისნდობას ამცირებდა. (...) ფორმალურ საფუძველზე საჩივრების უდიდესი ნაწილისგანხილვაზე სისტემურმა უარის თქმამ საგრძნობლად შეამცირა მათზე ეფექტურისამართლებრივი რეაგირება.“

პარტიები აღიარებენ, რომ ისინი განსხვავებულად აფასებენ 2020 წლის არჩევნებს დათანხმდებიან საპარლამენტო მანდატებზე და მონაწილეობაზე მომავალ არჩევნებში,რომელიც ჩატარდება წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული საარჩევნო რეფორმისსაფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და წინამდებარეშეთანხმების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე.

2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის საქართველოს ხელისუფლებამოითხოვს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლას.

ვადები: მხარეებს პოლიტიკური ვალდებულება ეკისრებათ შეთანხმებისხელმოწერისთანავე

ახალი ამბები

სხვა სიახლეები