რას სთავაზობდა „ოცნება“ ოპოზიციას მელიასთან დაკავშირებით
30/03/2021 20:50:48 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 8–საათიანი მოლაპარაკებების შეთანხმების გარეშე დასრულებაზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს და აცხადებს, რომ კომპრომისზე ოპოზიცია არ წავიდა. ამასთან, როგორც კობახიძე ამბობს, „ქართული ოცნება“ თავად ყოველგვარი ხელმოწერების გარეშე გეგმავს საარჩევნო და სასამართლო სისტემის რეფორმას, ვადამდელ არჩევნების საჭიროებას კი ვერ ხედავს.
ამასთან, მისი თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლს მიერ შეავაზებულ დოკუმენტში აისახა ნიკა მელიასთან დაკავშირებული პუნქტი, რომლის ავტორებიც „ქართული ოცნების“ წევრები არიან. კერძოდ, კობახიძის თქმით, გირაოს გადახდის შემთხვევაში „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფდა 20 ივნისის საქმეზე ამინსტიის კანონის მიღებას.
მისი შეფასებით, 20 ივნისს ხელისუფლების მიერ დაშვებულ იქნა შეცდომა, ოპოზიციამ კი დანაშაული ჩაიდინა:
„ეს დანაშაული გამოხატული იყო მძიმესი ფორმით, მათ შორის, პარლამენტში ძალადობრივი შეჭრითა და და პოლიციელებზე განსაკუთრებით მძიმე ძალადობით, რაშიც ნიკანორ მელიამ განსაკუთრებული როლი შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული ვერფრით გახდება შეცდომის საპირწონე, ჩვენ მხედველობაში მივიღეთ ამ თემასთან დაკავშირებული ყველა გარემოება და საერთაშორისო პარტნიორობის მოწოდებით გამოვთქვით თანხმობა ამნისტიის კანონთან დაკავშირებით. ნიკანორ მელიამ ვერ განახორციელა თავისი მუქარა სახელმწიფოს წინააღმდეგ, არ გადაიხადა და დაიჭირეს, შესაბამისად, ის არის სრულიად გაკოტრებული პოლიტიკოსი და მოქალაქე, რომელსაც სახელმწიფომ საკადრისი პასუხი გასცა. შესაბამისად, ამნისტისს საფუძველზე მისი გათავისუფლება ვერანაირ პრობლემას ვერ შეუქმნის სახემწიფოს და კანონის უზენაესობას, თუმცა ამ შეთააზებაზეც უარი თქვა ოპოზიციამ“,– განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მელიასთან დაკავშირებით "ოცნება" კომპრომისისთვის მზად იყო, თუმცა გირაოს საკითხი კვლავ დღის წესრიგში რჩებოდა:
"ჩვენ დავაზუსტეთ, რომ ამნისტია, რომელიც 20 ივნისის მოვლენების დროს ჩადენილ დანაშაულებს ეხებოდა, ასევე შეეხებოდა ნიკანორ მელიას, იმის გათვალისწინებით, რომ გირაო იქნებოდა გადახდილი იმის ნიშნად, რომ მეორე მხარე პატივს სცემს საქართველოში კანონის უზენაესობას, ამ შემთხვევაში ჩვენ, რა თქმა უნდა, კონსტრუქციული და კომპრომისული პოზიცია გვქონდა", - განაცხადა თალაკვაძემ.
"ლელოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ მედიასთან დააზუსტა, რომ ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით მთავრობამ კომპრომისული ნაბიჯი ნამდვილად გადადგა, თუმცა ნიკა რურუას გათავისუფლების შესახებ, რასაც ჯერ კიდევ 2019 წლის 8 მარტის შეთანხმება ითვალისწინებდა, "არ იყო საკმარისად მისაღები გამოსავალი".
იხილეთ ასევე: რას სთავაზობდა დანიელსონი მხარეებს – დოკუმენტის სრული ვერსია
"რაის ამნისტია?! არ მაინტერესებს საერთოდ დანარჩენი პუნქტები!"


