Accentnews.ge
"ჩვენ მას არ ვიცნობთ": ოსმა კანონმდებლებმა "გენერალური პროკურორობის"  რუსი კანდიდატი დაბლოკეს

"ჩვენ მას არ ვიცნობთ": ოსმა კანონმდებლებმა "გენერალური პროკურორობის" რუსი კანდიდატი დაბლოკეს

31/03/2021 11:33:33 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის წევრებმა "პრეზიდენტ" ბიბილოვის მიერ "გენერალურ პროკურორად" წარდგენილი ვიტალი სავჩენკოს კანდიდატურა დაიწუნეს.

საკითხი დე ფაქტო პარლამენტის "საგარეო ურთიერთობათა და პარლამენტთაშორისი კავშირების კომიტეტის" სხდომაზე განიხილეს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა დრიაევმა განმარტა, "სავჩენკოს კანდიდატურა ამ თანამდებობისთვის არ გამოდგება, რადგან მას სამხრეთ ოსეთთან არავითარი კავშირი არ აქვს, ისევე, როგორც ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება".

«ჩვენ ამ ამხანაგს არ ვიცნობთ, ხოლო მისი CV-ს საფუძველზე გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. პირადად მე მსგავს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ვხედავ სამხრეთ ოსეთის დამსახურებულ მოქალაქეს, რომელსაც ანალოგიურ თანამდებობაზე არანაკლებ 5 წლისა აქვს ნამუშევარი. და მინდა, გითხრათ, რომ ასეთი ბევრი გვყავს», – აღნიშნა მან.

ვიტალი სავჩენკო 35 წლისაა. იგი რუსეთის კრასნოდარის მხარეში დაიბადა, სწავლობდა ყუბანის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ - მოსკოვის სახელმწიფო იურიდიულ აკადემიაში. ბოლო დრომდე მუშაობდა კრასნოდარის სამხარეო პროკურატურაში. ცხინვალის რეგიონთან მას მხოლოდ მოქმედი დე ფაქტო გენერალური პროკურორი ურუზმაგ ჯაგაევი აკავშირებს, რომელიც თავის დროზე თანამდებობაზე ასევე რუსეთიდან დაინიშნა (მანამდე ქალაქ სოჭის საგამოძიებო განყოფილებას ხელმძღვანელობდა). მას შემდეგ, რაც გასულ წელს ოს სამართალდამცველებს ადგილობრივი ახალგაზრდა წამებაში შემოაკვდათ, მოსახლეობა და ოპოზიცია ჯაგაევის გადადგომას მოითხოვენ, თუმცა "პრეზიდენტი" ბიბილოვი მას არ თმობს.

ჯაგაევს "გენპროკურორად" მუშაობის ვადა აპრილის დასაწყისში ეწურება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S