Accentnews.ge
ჯიოევი: "სამხრეთ ოსეთს ბინოკლით ვერ შეიცნობ"

ჯიოევი: "სამხრეთ ოსეთს ბინოკლით ვერ შეიცნობ"

31/03/2021 12:59:42 კონფლიქტები

ცხინვალი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას "სამხრეთ ოსეთის უარყოფითი იმიჯის შესაქმნელად" საერთაშორისო თანამეგობრობისთვის «სრულიად ცალმხრივი, აბსოლუტურად ყალბი, პოლიტიზირებული ინფორმაციის მიწოდებაში" ადანაშაულებს.

«როდესაც საქართველოს მაღალი რანგის სტუმრები ეწვევიან, ქვეყნის ხელისუფლებას, იმის მაგივრად, რომ მათ კულტურული პროგრამა მოუწყოს, მუზეუმები და თეატრები მოატაროს, სტუმრები სამხრეთ ოსეთთან საზღვარზე მოჰყავს, საიდანაც ისინი ბინოკლით გვაკვირდებიან. სამხრეთ ოსეთს ბინოკლით ვერ შეიცნობ, მით უფრო, თუ აკვირდები ქართული მხრიდან, ანუ ქართველების თვალით! ოსურმა მხარემ ჟენევაში განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთი ღია სახელმწიფოა, თუმცა მზად ვართ სათანამშრომლოდ მხოლოდ მათთან, ვინც აღიარებს ჩვენთან შემოსასვლელ ერთადერთ - რუსეთის ფედერაციიდან მომავალ გზას" - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე ოსური დელეგაციის წევრმა მურატ ჯიოევმა.

რაც შეეხება თბილისის წინადადებას ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობის კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინაციის თაობაზე, ჯიოევმა ამას "პოლიტიკური პროპაგანდა" უწოდა და აღნიშნა, რომ "სამხრეთ ოსეთი საქართველოსგან არავითარ დახმარებას არ ელის და იგი არც სურს».

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S