Accentnews.ge
ანქვაბი აფხაზეთში დაბრუნდა

ანქვაბი აფხაზეთში დაბრუნდა

01/04/2021 07:11:50 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერი ალექსანდრე ანქვაბი მოსკოვის კლინიკაში კორონავირუსული ინფექციისგან მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. "მინისტრთა კაბინეტის" პრეს-სამსახურის ინფორმაციით, იგი თავს კარგად გრძნობს.

СOVID-19 ანქვაბს გასული წლის დეკემბერში დაუდგინეს, 5 იანვარს იგი გუდაუთის კოვიდ-ცენტრში მოათავსეს, ხოლო 7-ში მოსკოვში გადააფრინეს. 18 იანვარს საჭირო გახდა ანქვაბის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთება.

კლინიკიდან იგი მარტის შუა რიცხვებში გაწერეს, რის შემდეგაც რუსეთში რეაბილიტაციის კურსს გადიოდა.

11 იანვრიდან "პრემიერის" მოვალეობას აფხაზეთში დე ფაქტო ვიცე-პრემიერი ვლადიმირ დელბა ასრულებდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S