"საქართველოს ლიდერები არ უნდა ელოდონ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა ჩვეულებრივ გაგრძელდება"

02-04-2021 15:54:11 პოლიტიკა

"საქართველოს ლიდერები არ უნდა ელოდონ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა ჩვეულებრივ გაგრძელდება", - ამის შესახებ შვედი დიპლომატი, შვედეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრი, "ევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის" საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი სოციალურ ქსელში წერს.

"პოლიტიკური პარტიებისგან კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა ელოდონ, რომ ევროკავშირთან საქმიანი ურთიერთობა ჩვეულებრივ გაგრძელდება. ევროპარლამენტი მოითხოვს შედეგების დადგომას ევროკავშირის ფინანსური დახმარების მიმართულებით", - წერს კარლ ბილდტი.

ცნობისთვის: ევროპარლამენტარები საქართველოში პარტიების შეუთანხმებლობის გამო იმედგაცრუებას გამოთქვამენ და ფინანსური დახმარების შეჩერებას არ გამორიცხავენ

Новости

Другие новости