Accentnews.ge
იუსტიციის საბჭოს თქმით, აშშ-ში ემიგრირებული მოსამართლის გადაწყვეტილება წინასწარ იცოდნენ

იუსტიციის საბჭოს თქმით, აშშ-ში ემიგრირებული მოსამართლის გადაწყვეტილება წინასწარ იცოდნენ

06/04/2021 09:29:55 სამართალი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე მაია სვიანაძე მოსამართლის თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა. საბჭო ირწმუნება, რომ ამის შესახებ წინასწარ იცოდნენ.

მოსამართლემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წერილით 2021 წლის 26 მარტს მიმართა, 2021 წლის 5 აპრილს გამართულ სხდომაზე საბჭოს წევრებმა განკარგულებას მხარი დაუჭირეს და მაია სვიანაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

“მაია სვიანაძე უფლებამოსილების შეწყვეტამდე შვებულებაში იმყოფებოდა. ის ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი შვილი წლებია შტატების მოქალაქეა და ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობს. მაია სვიანაძის გადაწყვეტილების შესახებ მოსამართლის თანამდებობის დატოვების თაობაზე წინასწარ იყო ცნობილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის”, — ნათქვამია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებაში.

მაია სვიანაძე 2009 წლიდან მოსამართლეა, 2017 წლიდან კი თანამდებობაზე უვადოდ გამწესდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა 5 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოქმედი მოსამართლე მაია სვიანაძე აშშ-ში შვებულების შემდეგ უკან არ დაბრუნებულა და მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება ითხოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S