
ტიკარაძე: „ვეცდებით, გალელებისთვის ეს გზა გავამარტივოთ“
07/04/2021 11:28:57 პოლიტიკა
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ საკოორდინაციო საბჭოზე განიხილება საკითხი, როგორ გამარტივდეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე გადმოსასვლელი გზა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებისთვის.
მისივე თქმით, ეს საკითხი ვერ იქნება მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს გადასაწყვეტი.
"რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, მათთვის ეს გზა გავამარტივოთ და დავიყვანოთ მინიმალურ რისკამდე. ჩვენ განვიხილავთ როგორც ეპიდემიოლოგიურ, ისე სხვა რისკებს. ეს საკითხი საბჭოზე დგას დაა ალბათ უახლოეს მომავალში მივიღებთ გადაწყვეტილებას". - თქვა ტიკარაძემ.
დღეს, 7 აპრილს, ენგურის გადმოკვეთის დროს რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. მაშველებმა 3 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ერთს - ამ დრომდე ეძებენ.
იხილეთ ასევე: „ადამიანები ქართულ და აფხაზურ წნეხში ცხოვრობენ!“ – რას ემსხვერპლნენ საქართველოს მოქალაქეები?