კანაშვილი: „ჩემი ინფორმაციით, 11–კაციანი ჯგუფი იყო, 6 ადამიანი ცოცხალია“

07-04-2021 16:23:49 საზოგადოება

კონფლიქტოლოგ გიორგი კანაშვილის ინფორმაციით, ოკუპირებული გალიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას 11–კაციანი ჯგუფი ცდილობდა, მათგან ხუთი დაიღუპა, ექვსი ადამიანი გადარჩა.

„როგორც მე ვიცი, იყო 11–კაციანი ჯგუფი, რომლებსაც სურდათ გადმოსვლა და მოხდა ტრაგიკული შემთხვევა. გარდაცვლილია ხუთი ადამიანი, მათ ორის, ცოლ–ქმარი, რომელთაც ორი მცრეწლოვანი შვილი დატოვეს ბებიასთან. 6 ადამიანი იპოვეს ცოცხალი. ძალიან მძიმე ვითარებაა!“,– განაცხადა კანაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში გალიდან მიღებულ ცნობებზე დაყრდნობით.

შეგახსენებთ, რომ მაშველებმა მდინარე ენგურიდან სამი ცხედარი ამოასვენეს.

იხილეთ ასევე: „ადამიანები ქართულ და აფხაზურ წნეხში ცხოვრობენ!“ – რას ემსხვერპლნენ საქართველოს მოქალაქეები?

ახალი ამბები

სხვა სიახლეები