Accentnews.ge
"ევროპარლამენტში გადაწყვეტილების მიღების პროცესში შიდა არქიტექტურა არ არსებობს"

"ევროპარლამენტში გადაწყვეტილების მიღების პროცესში შიდა არქიტექტურა არ არსებობს"

07/04/2021 12:23:05 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ეხმიანება 7 ევროპარლამენტარის განცხადებაზე მმართველი პარტია "ქართული ოცნების" რიგი წარმომადგენლების კომენტარებს და აცხადებს, რომ "ევროპარლამენტში გადაწყვეტილების მიღების პროცესში შიდა არქიტექტურა არ არსებობს".

"თუ კარგად დააკვირდებით, ვინ აწერს ხელს ამ განცხადებას, ნახავთ, რომ იქ არის ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი დევიდ მაკალისტერი, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები, სხვადასხვა დელეგაციების ხელმძღვანელები. მათ შორისაა ერთ–ერთი იმ ჯგუფიდან, რომელიც "აღმოსავლეთ პარტნიორობის" განვითარებაზეა პასუხისმგებელი. მათ აზრებსა და შეხედულებებს პატივი უნდა სცენ", – განაცხადა კუბილიუსმა "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" (GIP) მიერ ორგანიზებულ ონლაინ–შეხვედრაზე.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარების განცხადების პათოსს ევროპარლამენტარების უმეტესობა მხარს უჭერს.

როგორც კუბილიუსმა აღნიშნა, თუ ევროკავშირის ასეთი მაღალი ჩართულობის შემდეგ არ იქნება შეთანხმება მიღწეული, რა თქმა უნდა, იქნება საუბარი დახმარების პირობითობაზე.

მისი განცხადებით, პირობითობის საკითხი დგას მოლდოვასთან დაკავშირებითაც და ეს არ არის გასაკვირი.

"საქართველოს გარდა, არ მახსენდება სხვა მაგალითი, სადაც იყო მსგავსი პოლიტიკური შიდა კრიზისი და ევროკავშირი ასეთი დონით იყო ჩართული. თუ ქვეყანა ძირითადი პრინციპებს არ დაიცავს, როგორიცაა კანონის უზენაესობა, არაპოლიტიზირებული მართლმსაჯულების სისტემა და ა.შ. რა ტქმა უნდა, იქნება პირობითობა". – დასძინა მან.

კუბილიუსმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას, მმართველი და ოპოზიციური პარტიების უკან მდგომი არაფორმალური ლიდერები ართულებენ.

იხილეთ ასევე: როგორ აღიქვამენ ევროპარლამენტარების განცხადებას "ოცნებასა" და ოპოზიციაში

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S