Accentnews.ge
ბრიტანეთის ვაქცინაციისა და იმუნიზაციის კომიტეტის თავმჯდომარე: "მოქალქეებმა, რომლებმაც "ასტრაზენეკას" პირველი დოზა გაიკეთეს, მეორე დოზაც უნდა აიცრან"

ბრიტანეთის ვაქცინაციისა და იმუნიზაციის კომიტეტის თავმჯდომარე: "მოქალქეებმა, რომლებმაც "ასტრაზენეკას" პირველი დოზა გაიკეთეს, მეორე დოზაც უნდა აიცრან"

07/04/2021 20:37:25 მსოფლიო

ბრიტანეთის ვაქცინაციისა და იმუნიზაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვეი შენ ლიმი აცხადებს, რომ "გაიდლაინში" ცვლილების მიუხედავად, ბრიტანელმა ხალხმა, რომლებმაც "ასტრაზენეკას" ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთეს, მეორეც უნდა აიცრან.

"იმ მოქალქეებმა, რომლებმაც "ასტრაზენეკას" პირველი დოზა გაიკეთეს, მეორე დოზა გეგმის მიხედვით უნდა აიცრან", – აცხადებს ვეი შენ ლიმი.

ცნობისთვის: 7 აპრილს "ევროპის წამლის სააგენტომ" (EMA) განაცხადა, რომ "თრომბსა და "ასტრაზენეკას" ვაქცინას შორის, იშვიათ შემთხვევებში, შესაძლო კავშირი დაადგინა". აღნიშნულის შემდეგ გაერთიანებულ სამეფოში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 30 წლამდე ასაკის მოქალაქეებს „ასტრაზენეკას“ ნაცვლად, ალტერნატიული ვაქცინა შესთავაზონ.

იხილეთ ასევე: ჯანმო: "თრომბსა და "ასტრაზენეკას" ვაქცინას შორის კავშირი შესაძლოა, თუმცა იშვიათ შემთხვევაში"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S