Accentnews.ge
ჰოჯესი: "რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვისაც"

ჰოჯესი: "რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვისაც"

08/04/2021 06:27:23 საგარეო პოლიტიკა

"რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვისაც", - ამის შესახებ აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა ბენ ჰოჯესმა "საქართველოს რადიოსთან" საუბრისას განაცხადა.

"ჩემი აზრით, გერმანიისა და საფრანგეთის სისუსტემ გამოიწვია რუსეთის აგრესია. რუსეთის ისტორიიდან ვიცით, რომ სწორედ სუსტი პოზიცია იწვევს კრემლის აგრესიას. რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ, რა თქმა უნდა, საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვისაც, რადგან თუ კრემლი ნახავს, რომ დასავლეთი არაფერს გააკეთებს, რათა მოსკოვს პასუხი აგებინოს, მაშინ, ლოგიკურად მათ შეუძლიათ გააფართოონ თავისი გავლენა საქართველოში და ზოგადად სამხრეთ კავკასიაში. ამიტომ თუ გვსურს უსაფრთხო გარემო, მაშინ ჩვენ უნდა გავუწიოთ მათ წინააღმდეგობა. ჩვენ უნდა მოვახდინოთ იმის დემონსტრირება, რომ ეს რეგიონი ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია"., – განაცხადა ჰოჯესმა.

ცნობისთვის: კიევში აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული სამხედრო ძალები შეიყვანეს. უკრაინის ხელისუფლების თქმით, სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ და შედეგად დაიღუპა რამდენიმე უკრაინელი სამხედრო.

კრემლი ბრალდებას უარყოფს და ირწმუნება, რომ "რუსეთს საკუთარი შეხედულებისამებრ გადაჰყავს ჯარი საკუთარ ტერიტორიებზე და ეს სხვა ქვეყნებს არ ეხება".

3 აპრილს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდელი ტელეფონით ესაუბრა. როგორც ზელენსკიმ განაცხადა, ბაიდენმა იგი დაარწმუნა, რომ "უკრაინა არასდროს დარჩება მარტო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S