Accentnews.ge
"აშშ თურქეთისა და რუსეთის მიერ შემოთავაზებულ თანამშრომლობის პლატფორმას "3+3" არ ეთანხმება"

"აშშ თურქეთისა და რუსეთის მიერ შემოთავაზებულ თანამშრომლობის პლატფორმას "3+3" არ ეთანხმება"

08/04/2021 13:32:12 საგარეო პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯორჯ კენტმა „თურქიშ ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მიერ გამართულ დისკუსიაზე ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რეგიონში შეცვლილ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები თურქეთისა და რუსეთის მიერ შემოთავაზებულ თანამშრომლობის პლატფორმას "3+3" არ ეთანხმება.

"ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რეგიონში გეოპოლიტიკა იცვლება. ჩვენ ვხედავთ ტრადიციულ ძალებს, მათ შორის თურქეთსა და რუსეთს, რომლებიც გამოდიან იდეით, რომელსაც მიესალმა ირანიც. საუბარია „3+3“-ის ჩარჩოზე. ეს გახლავთ განსხვავებული ხედვა იმისგან, რის წინ წაწევასაც უკვე 30 წელია, ცდილობს დასავლეთი და აშშ. ე.წ. 3+3 წინადადება წარმოადგენს ძალიან განსხვავებულ ხედვას. ის თამაშგარე მდგომაროებაში ჩააყენებს აშშ-სა და სხვა დასავლელ პარტნიორებს. ამ შემთხვევაში ხშირად განმსაზღვრელი იქნება რეგიონის დიდი სახელმწიფოების ინტერესები და მათი სარგებელი“, – განაცხადა ჯორჯ კენტმა და დასძინა, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა მთიანი ყარაბაღის მომავალ სტატუსზე ეუთო-ს ე.წ. მინსკის ჯგუფის დახმარებითუნდა მიაღწიონ შეთანხმებას.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს დემოკრატიული, განვითარებული, მშვიდობიანი და უსაფრთხო სამხრეთ კავკასიის მხარდაჭერას.

"აღმოსავლეთ-დასავლეთის ინფრასტრუქტურული დერეფნის ხელშეწყობა მუდმივად იყო აშშ-ის სტრატეგიული ამოცანა, რათა დავხმარებოდით ამ ქვეყნებს წარმატების მიღწევაში. ვგულისხმობ რკინიგზას, ნავთობსადენებს თუ ბუნებრივი აირის მილსადენებს, ტრანსპორტს, ღრმაწყლოვან პორტებს. ამ ინფრასტრუქტურის ხელშეწყობა, ერთის მხრივ, არის რეგიონული თანამშრომლობა და მეორეს მხრივ, შესაძლებლობა, რომ ამ ქვეყნებმა თავი დააღწიონ ისტორიულ ბედისწერას, რომელიც მუდამ დაკავშირებული იყოს დიდ სახელმწიფოებთან“, – განაცხადა ჯორჯ კენტმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S