აშშ-ის საელჩო სამძიმარს უცხადებს მდინარე ენგურის გადაკვეთის მცდელობის დროს დაღუპული ქართველების ოჯახებსა და მეგობრებს

08-04-2021 21:27:04 საზოგადოება ,საგარეო პოლიტიკა

აშშ-ის საელჩო სამძიმარს უცხადებს მდინარე ენგურის გადაკვეთის მცდელობის დროს დაღუპული ქართველების ოჯახებსა და მეგობრებს.

"საელჩო სამძიმარს უცხადებს ყველას ვინც განიცდის ჰუმანიტარულ კრიზისს, რომელიც შეიქმნა COVID-19 პანდემიისა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გადაადგილების შეზღუდვის შედეგად. ვაფასებთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ენგურის ხიდის გავლით ჰუმანიტარული დერეფნის ხელშეწყობას. ადამიანის სიცოცხლის დაცვა მოითხოვს ყოველი მხრიდან ერთობლივი თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა თავიდან იქნას აცილებული გუშინ წყალში დახრჩობით გამოწვეული სიკვდილის მსგავსი მომავალი ტრაგედიები. ეს შემზარავი გარემოება უკვე მრავალი წელია ყველას გვახსენებს რომ ოჯახებს უხდებათ წარმოუდგენელი არჩევანის გაკეთება, იყვნენ მათთვის საყვარელ ხალხთან ერთად, მიიღონ სამედიცინო დახმარება და განათლება, ან ოჯახი უზრუნველყონ საკვებით. აშშ-ის ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია. ასევეა ჩვენი ერთგულება ამ ჰუმანიტარული კრიზისის შედეგად დაზარალებული ხალხის მიმართ", – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები