შსს: "არ დავუშვებთ, რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს"
12/04/2021 12:33:10 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უწყება არ დაუშვებს, რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, რიონის ხეობაში არიან მობილიზებულები. უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაუშვებს რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე", – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.
ცოტა ხნის წინ გუმათის დასახლებაში „ნამახვანის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.


