Accentnews.ge
ელისაშვილი აფხაზ ბიზნესმენს ბენურ კვირაიას "გაბედულებისთვის" მადლობას უხდის და თბილისში იწვევს

ელისაშვილი აფხაზ ბიზნესმენს ბენურ კვირაიას "გაბედულებისთვის" მადლობას უხდის და თბილისში იწვევს

13/04/2021 09:44:06 კონფლიქტები, პოლიტიკა

დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აფხაზ ბიზნესმენსა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას ყოფილ თანაშემწეს ბენურ კვირაიას ქართულ-აფხაზური დიალოგის პერსპექტივებზე სასაუბროდ თბილისში იწვევს.

“მე და ლევანი [იოსელიანი] მზად ვართ, ბენურ კვირაიას თბილისში ვუმასპინძლოთ და ვისაუბროთ მასთან ერთად ქართველებისა და აფხაზეთის ურთიერთობის პერსპექტივაზე და ჩვენს უკეთეს მომავალზე”, – აცხადებს ელისაშვილი.

ამასთან, იგი კვირაიას მადლობას უხდის:.

“მან გაბედა და აქეთა საქართველოში ჩამოვიდა. მინდა, აქედან მივესალმო და მადლობა ვუთხრა ამ გაბედულებისთვის. მან კონფლიქტი მოაგვარა. რა არის კონფლიქტი? – ეს არის სიძულვილი ერთმანეთს შორის. ამ მეომარმა კაცმა კი, დაამარცხა ეს კონფლიქტი, გადააბიჯა თავის თავში ამას. ხელი ჩამოგვართვა და დაგველაპარაკა იმიტომ, რომ აწუხებს ის ყოფა, რაც აფხაზეთშია”.

იხილეთ ასევე: ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ყოფილი თანაშემწე, ბიზნესმენი ბენურ კვირაია: „საქართველოში ინვესტიციების მოსაზიდად ვიყავი და კიდევ წავალ“

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S