Accentnews.ge
პროკურორი განმარტავს, რატომ არ დააყენა ბრალდების მხარემ ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა

პროკურორი განმარტავს, რატომ არ დააყენა ბრალდების მხარემ ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა

13/04/2021 14:50:27 სამართალი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმის პროკურორი ამირან გულუაშვილი განმარტავს, რატომ არ დააყენა ბრალდების მხარემ პოლიტიკოსის მიმართ პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დაცვის მხარე გირაოს გადახდაზე თანახმა იქნებოდა, ბრალდების მხარე შესაბამის შუამდგომლობას დააყენებდა. თუმცა გულუაშვილის განცხადებით, დაცვის მხარისგან არანაირი ინიციატივა აღმკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით არ დაფიქსირებულა:

"მოსამართლემ საკუთარი ინიციატივით გადასინჯა აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხი, სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ, დაცვის მხარის განცხადებით, თითქოსდა ბრალდების მხარემ შეცვალა საკუთარი პოზიცია, პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე. როგორც მოგეხსენებათ, 17 თებერვალს ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული იქნა პატიმრობა იმის გაო, რომ მან დაარღვია კანონი და არ შეასრულა მოსამართლის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინება მის მიმართ გამოყენებული გირაოს ოდენობის გაზრდის თაობაზე. 25 თებერვალს ბრალდების მხარემ საჯაროდ შესთავაზა დაცვის მხარეს, თუ ისინი თანახმა იქნებოდნენ, შეესრულებინათ გირაოს გამოყენების პირობები. ამის შემდეგ ბრალდების მხარე მიმართავდა სასამართლოს გამოყენებული პატიმრობის უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების – გირაოთი შეცვლის თაობაზე. ეს ჩვენი შეთავაზება ასევე დავაფიქსირეთ 8 აპრილს გაკეთებულ განცხადებაში. 25 თებერვლის შემდგომ დღევანდელ სასამართლო პროცესამდე დაცვის მხარეს არ ჰქონია არანაირი მცდელობა, გაერკვია ბრალდების მხარის შემოთავაზება და გარკვეულწილად ეწარმოებინა დიალოგი პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით. 25 თებერვალს და 8 აპრილს გავაკეთეთ შეთავაზება, რომ თუ დაცვის მხარე იქნებოდა თანახმა, შეესრულებინა გირაოს გამოყენების პირობები, ბრალდების მხარე იშუამდგომლებდა სასამართლოსთან და მოითხოვდა პატიმრობის შეცვლას გირაოთი. ანუ, იმისათვის, რომ ბრალდების მხარეს ეშუამდგომლა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სასამართლოს წინაშე, წინარედ უნდა არსებულიყო დაცვის მხარის პოზიცია, რომ ის ეთანხმება გირაოს გამოყენებას. არანაირი მხარის ინიციატივა დაცვის მხარისგან 25 თებერვლის შემდგომ არ დაფიქსირებულა. დაცვის მხარის ადვოკატებს ჩვენთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონიათ. უფრო მეტიც, მათ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პირდაპირ განაცხადეს, რომ არ ეთანხმებიან არანაირ ალტერნატივას აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით, მათ არ შემოუთავაზებიათ სასამართლოსთვის არანაირი ალტერნატივა. უბრალოდ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების დროს განაცხადეს, რომ მიაჩნიათ, რომ ნიკანორ მელია უნდა დარჩეს აღკვეთის ღონისძიების გარეშე. შესაბამისად, ეს არის ავტომატური უარი ბრალდების მხარის შემოთავაზებაზე. შესაბამისად, ახალი გარემოება ამ საკითხთან დაკავშირებით არ დაფიქსირებულა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, ამის გამო ბუნებრივია, ბრალდების მხარე ვერ ვიშუამდგომლებდით გირაოს შეცვლას პატიმრობით. რეალურად მიზეზი არის ის, რომ ჩვენი შეთავაზების საპასუხოდ დაცვის მხარეს არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს", – განმარტა პროკურორმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა.

ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა, რომ "ხელისუფლება 2 თვის განმავლობაში პროპაგანდას ავრცელებდა, რომ მელიას გირაოს გადახდა და საპატიმროდან გამოსვლა შეეძლო", თუმცა მისი თქმით, დღევანდელ პროცესზე "ყველაფერს ფარდა აეხადა":

"პროკურატურა და ხელისუფლება 2 თვის განმავლობაში ავრცელებდა პროპაგანდას, რომ ნიკა მელიას შეეძლო თურმე გირაოს გადახდა და გამოსვლა, დღეს ყველაფერს აეხადა ფარდა და მოითხოვეს პატიმრობის შეფარდება, დღეს ყველაფერს ფარდა აეხადა. [...] ასეთი დაკვეთა რომ ჰქონდა მოსამართლეს მიღებული იკითხებოდა პირველივე წუთებიდანვე".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S