Accentnews.ge
ნეპალში წყალდიდობას, სულ მცირე, 65 ადამიანი ემსხვერპლა

ნეპალში წყალდიდობას, სულ მცირე, 65 ადამიანი ემსხვერპლა

15/07/2019 07:26:07 სხვა, მსოფლიო

ნეპალში წყალდიდობას, სულ მცირე, 65 ადამიანი ემსხვერპლა, 30 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.  არიან დაშავებულებიც. გადაუღებელმა წვიმებმა ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში რამდენიმე მეწყერიც გამოიწვია.

მოვარდნილმა წყალმა გაანადგურა საავტომობილო გზები და ხიდები. დატბორილია 200-ზე მეტი დასახლება და ასობით ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა.

უამინდობას მსხვერპლი ინდოეთშიც მოჰყვა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, წყალდიდობას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა. მილიონზე მეტ ადგილობრივს კი საცხოვრებელი სახლების დატოვება მოუხდა.

სინოპტიკოსების განცხადებით, ძლიერი წვიმები მომავალ დღეებშიც გაგრძელდება. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S