Accentnews.ge
ფაშინიანი სომხეთში არსებული რუსული სამხედრო ბაზის გაფართოება-გაძლიერებას დასთანხმდა

ფაშინიანი სომხეთში არსებული რუსული სამხედრო ბაზის გაფართოება-გაძლიერებას დასთანხმდა

14/04/2021 12:28:59 კავკასია

სომხეთის აღმოსავლეთში 102-ე რუსული სამხედრო ბაზის საყრდენი პუნქტის ჩამოყალიბება იგეგმება. ამის შესახებ პარლამენტის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

«რუს პარტნიორებთან საკმაოდ ეფექტური განხილვა მიმდინარეობს სუნიკის ოლქში 102-ე რუსული სამხედრო ბაზის საყრდენი პუნქტის ჩამოყალიბების თაობაზე», — განაცხადა პრემიერმა.

მან შეახსენა კანონმდებლებს, რომ სომხეთის ამ რეგიონში ამჟამად სახელმწიფო საზღვარს სწორედ რუსი სამხედროები იცავენ.

სუნიკის ოლქი სომხეთის აღმოსავლეთში მდებარეობს და მათ შორის, მთიანი ყარაბაღის იმ რაიონებსაც ესაზღვრება, რომლებიც გასული წლის ბოლოს გაჩაღებული შეიარაღებული დაპირისპირებისას აზერბაიჯანის ჯარს ჰქონდა დაკავებული.

დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ფაშინიანმა რუსეთთან სამხედრო კავშირს «სომხეთის საგარეო უსაფრთხოების უზრუნველყოფის გუშაგი" უწოდა და ის ფაქტიც აღნიშნა, რომ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის უსაფრთხოებას "ყარაბაღის თავდაცვის არმია" რუს სამშვიდობოებთან ერთობლივად უზრუნველყოფს.

სომხეთში მდებარე 102-ე რუსული სამხედრო ბაზა რამდენიმე გარნიზონისგან შედგება (გიუმრისა და ერევანში). რუსული ავიაცია იყენებს ასევე ერებუნის აეროპორტს, რომელიც სომხეთის დედაქალაქის სიახლოვეს მდებარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S