
ტრამპს რასიზმში ადანაშაულებენ
15/07/2019 08:12:47 სხვა, მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რასიზმში ადანაშაულებენ. ამის მიზეზი პრეზიდენტის მიერ დემოკრატ კონგრესმენებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება გახდა.
„კონგრესში „დემოკრატიული პარტიის“ რიგი ქალი წარმომადგენლები ისეთი ქვეყნებიდან არიან, რომელთა მთავრობები სრული კატასტროფაა, ყველაზე ცუდი, ყველაზე კორუმპირებელი და შეუფერებელი რაც კი მსოფლიოში არსებობს. ახლა ისინი ხმამაღლა ეუბნებიან ამერიკელ ხალხს, ყველაზე ძლევამოსილ ერს დედამიწაზე, თუ როგორ უნდა იმოქმედოს მთავრობამ“, - დაწერა ტრამპმა „ტვიტერში“ პირად გვერდზე და აღნიშნულ კონგრესმენებს თავიანთ სამშობლოში დაბრუნება შესთავაზა.
როგორც წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა დემოკრატმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, პრეზიდენტი ოთხ დემოკრატ კონგრესმენზე საუბრობდა, რომლებიც წარმოშობით პუერტორიკოდან, პალესტინიდან და სომალიდან არიან.
„როდესაც ტრამპი კონგრესის ოთხ ამერიკელ წარმომადგენელს ეუბნება, რომ წავიდნენ თავიანთ ქვეყნებში, იგი კიდევ ერთხელ ამტკიცებს რომ მისი გეგმა „გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული ქვეყანა“ ყოველთვის ნიშნავდა რომ „გაეხადა ამერიკა კვლავ თეთრი“. ჩვენი განსხვავებულობა ჩვენი სიძლიერეა, ჩვენი ერთიანობა კი ჩვენი ძალაუფლება“, - წერს ნენსი პელოსი „ტვიტერში“ პირად გვერდზე.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021