„ყველაფერს გავაკეთებთ თანამშრომლების და მომხმარებლების უსაფრთოებისთვის“ – „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელს მძევლები ჰყავს აყვანილი

16-04-2021 13:25:37 სამართალი

თბილისში, „საქართველოს ბანკის“ ერთ–ერთ ფილიალში, რომელიც ავლაბრის ტერიტორიაზეა განთავსებული, შეიარაღებული პირია შეჭრილი.

წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელს ოთხი პირი ჰყავს მძევლად აყვანილი.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლებისა და მომხმარებლის უსაფრთხოება და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს მათი უსაფრთოებისთვის“,– განუცხადეს „აქცენტს“ „საქართველოს ბანკში“.

ამ დროისთვის ადგილზე ძალოვანი უწყების თანამშრომლები არიან მობილიზებულნი. დაკეტილია მეტრო–სადგურ ავლაბრის ფილიალი, თავად მეტრო კი ფუნქციონირებას განაგრძობს. სამართალდამცელებმა თავდამსხმელთან კომუნიკაცია სცადეს, თუმცა ჩვენთვის უცნობია მოთხოვნები.

შეგახსენებთ, რომ ეს "საქართველოს ბანკზე" თავდასხმის პირველი შემთხვევა არაა. თავდამსხმელმა ზუგდიდის ფილიალიდან ნახევარი მილიონი გაიტაცა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები