"ოცნებამ" ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით გააცნობიერა, რომ დანიელსონის დოკუმენტს უნდა დაეთანხმოს"

16-04-2021 19:24:44 პოლიტიკა

პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტზე ხელმოწერა, "საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა".

"ოცნებამ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს. შეგახსენებთ, 5-ი პუნქტიდად 3-ს ოპოზიცია იქვე, მოლაპარაკების დროს დაეთანხმა. დარჩენილ ორ პუნქტზე, პოლიტპატიმრებზე და ვადამდელ არჩევნებზე, იყო მსჯელობა სხვადასხვა ფორმულაზე, რომელიც ბოლო შეხვედრის დროს ვერ დასრულდა. ამიტომ დარჩა ბოლო რაუნდი ორი პუნქტის შესათანხმებლად, აქ აუცილებელია ბნ. დანიელსონის მონაწილეობა, რათა მოხდეს საბოლოო შეთანხმება და დოკუმენტზე ხელმოწერა" - აცხადებს ხაზარაძე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს.

კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დოკუმენტი 31 მარტს შესთავაზა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები