"ოცნება“ დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელს აწერს

16-04-2021 17:10:08 პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს დღეს ხელს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა წარადგინა,– განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.

"ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ დოკუმენტზე ხელმორწრის მზადყონა, მაგრამ დღემდე არ ვაწერდით ხელს, რადგან ველოდით ოპოზიციისგან შემხვედრ ნაბიჯებს და დაველოდეთ, სანამ ელჩები დამატებით კონსლტაციებს გამართავდნენ. ამ დოკუმენტში ევროკავირმა არ შეიტანა რიგგარეშე არჩევნების საკითხი, რაც საპარლამენტო არჩევნებისა და პარლამენტის ლეგიტიმურობის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურება გახლავთ",– განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, გადაწყვეტილება სახელისუფლებო გუნდმა საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ნდობის განმტკიცებისთვის მიიღო, რათა არ დარჩეს კითხვები, "ხომ არ იყო პოლიტიკური შეთანხების შესაძლებლობა ხელიდან გაშვებული "ქართული ოცნების" მიერ:

"დამატებითი კონსულტაციებისთვის განკუთვნილი დროც ამოიწურა ფასილიტატორ ელჩებსაც დაველოდეთ, ხოლო ოპოზიცია შეთამხმებაზე ხელმოწერას ვხედავთ, რომ კვლავ ვერ ახერხებს. ჩვენ არა მხოლოდ დენიელსონის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ვაწერთ ხელს, გამოვხატავთ მზადყოფნას, კარსმომდგარ თვითმმართველობის არჩევნებშიც ავამოქმედოთ მხარდაჭერის 40%–იანი პრინციპი.ვხედავთ რა მდგომარეობაშია ოპოზიცია, როგორ ცდილობს მისი რადიკალური ნაწილი დესტაბილიზაციას, ხოლო ზომიერი ნაწილი ეძებს გამოსავალს, რომ მიიღოს გადაწყეტილება ისე, რომ სახის შენარჩუნებაც მოახერხოს. "ქართული ოცნება" ამ ტესტსაც უპრობლემოდ ჩააბარებს და ამით ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილსაც გავუადვილებთ გადაწყვეტილების მიღებას. ეს კავშირში არ გახლავთ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან".

იხილეთ ასევე: რას სთავაზობდა დანიელსონი მხარეებს – დოკუმენტის სრული ვერსია

"დანიელსონის დოკუმენტის მიხედვით, ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზა არსებობს"

ახალი ამბები

სხვა სიახლეები