"დღეს რუსული ოპოზიცია ოფიციალურად გაფორმდა ჩვენს ქვეყანაში!"

16-04-2021 19:42:10 პოლიტიკა

"დღეს რუსული ოპოზიცია ოფიციალურად გაფორმდა ჩვენს ქვეყანაში!" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

"ვინც უპირისპირდება შარლ მიშელის ეგიდით მომზადებულ დოკუმენტს, ის, რეალურად, საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის წინააღმდეგია. ფაქტობრივად, დადასტურდა, რომ ოპოზიციური მარგინალები სინამდვილეში საარჩევნო და სასამართლოს რეფორმებს კი არ ითხოვდნენ, არამედ რუსეთის დაკვეთით ქართულ დემოკრატიას უთხრიან ძირს. როგორც ჩანს, ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განცხადება თანაბრად აღიქვეს საფრთხედ მოსკოვში და შალვას ფანჩატურში. ვფიქრობ, მათ ამ დესტრუქციულ ნაბიჯს ძალიან მძიმე შეფასებები მოჰყვება ქართული საზოგადოების, მათი ამომრჩევლის და დასავლელი პარტნიორების მხრიდან. საქართველო კი ღირსეულად გააგრძელებს გზას ევროპისაკენ" - განაცხადა იონათამიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს.

კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დოკუმენტი 31 მარტს შესთავაზა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები